b2pge

ფულის 7 კანონი

როგორ უნდაფულის მართვა ჭკვიანურად
ყველა ადამინს თავისი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ. ზოგი მეგობრობს ფულთან, ვიღაცა არც ისე, მაგრამ პრაქტიკულად ყველას სურს ჰქონდეს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ დ მეტიც.

როგორც წესი, ფული მიდის იმასთან ვინც იცის მასთან მოპყრობა.

ეს კანონები არცთუ ისე რთულია. ბევრი მათ იგნორირებას უკეთებს, თვლის რა აბსოლუტურ სისულელედ – თუმცა ამაოდ. ფული საჭიროებს მასთან მოპყრობის ცოდნას, ფულის კანონები – კი მით უმეტეს.

1. არჩევანის კანონი
მისი არსი მარტივია: ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს იყოს მდიდარი თუ არა. ჩვენ ვქმნით ასობით წარმოდეგნას, და ამით ჩვენივე თავის ლიმიტირებას ვახდენთ – არ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, არც იმ შესაძლებლობების , რომლებიც გარს გვაკრავს, თუმცა ვთვლით თავს საკმაოდ ჭკვიანებად.

2. კაპიტალის კანონი
აქ საუბარი ფულზე არ გახლავთ. ნამდვილი კაპიტალი – ეს გახლავთ თქვენი უნარი გამოიმუშავოთ ის თანხა, რომელსაც თქვენ იღებთ დღევანდელ დღეს, გახლავთ საზომი იმისა, თუ რამდენად გამოიმუშავეთ თქვენ უნარი იშოვოთ ფული. გაზარდეთ თქვენი პირადი ფასი, განავითარეთ თქვენი ნიჭი და უნარები. ისწრაფეთ იმისაკენ, რომ იმუშავოთ არა მეტი არამედ უკეთ.

საუკეთესო ინვესტიცია – ეს გახლავთ ინვესტიცია საკუთარ თავში

3.პერსპექტივის კანონი
ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალეთ თქვენი ნაბიჯები წინასწარ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ახალ საქმეს ან პროექტს იწყებთ, სისულელეა იმედების დამყარება სწრაფ მოგებაზე. დაე, ამჟამად თქვენი მოგება არ იყოს დიდი, მაგრამ თუ პერსპექტივაში თქვენი საქმე გაზრდის მას ათჯერ და , უფრო მეტიც , ასჯერ – მოიკრიბეთ მოთმინება და მიჰყევით თქვენს გეგმას. მდიდარი ხალხი ყოველთვის იცქირება მომავალში.

4. შენახვის კანონი
ყოველთვის აუცილებელია გადადოთ თქვენი მოგების 10% . თავიდან შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალზედ ბევრია, და ცხოვრებაშიც სხვადასხვა სიტუაციები გვხვდება – ვალები, გაუთვალისწინებელი მსხვილი ხარჯებია, ძალიან მცირე შემოსავალი და ა.შ. თუ თქვენთვის 10% ძალზედ ბევრია, დაიწყეთ 1%–ით, შემდეგ ეს თანხა გაზარდეთ 2-3%–მდე და ნელ–ნელა ადით 10%–მდე. ეს ფული გახლავთ თქვენი ფინანსური რეზერვი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.

5. ინვერსტიციის კანონი
ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის კანონი. არასოდეს არ იჩქაროთ თქვენს ფულთან განშორება, და სანამ გააკეთებდეთ ინვესტიციას საგულდაგულოდ შეისწავლეთ საქმე, რომელშიც თქვენი საკუთარი ფულის ჩადებას აპირებთ. ფული, გარკვეული გაგებით თქვენი ცხოვრების ნაწილია, თქვენ ხომ დახარჯეთ დრო და ენერგია მათ გამოსამუშავებლად. ღირს კი უდიერად მოეპყრათ თქვენი შრომის შედეგებს?

ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს თავს: რა მოხდება თუკი დაკარგავთ ყველაფერს, რის დაბანდებასაც აპირებთ? თუკი ეს დანაკარგი თქვენთვის მტკივნეული იქნება, მაშინ სჯობს უარი თქვათ ამგვარ ინვესტიციაზე, სჯობს შეინარჩუნოთ ის რაც გაგაჩნიათ, ვიდრე დაკარგოთ უკვე არსებული ქონება.

6. შენახვის კანონი
თქვენი ფინანსური მდგრადობა განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენ თანხას გამოიმუშავებთ, არამედ იმით თუ რამდენი გრჩებათ გამომუშავებული ფულიდან . ის 10% რომელსაც თქვენს ანგარიშზე ინახავთ – არ ითვლება.

7. ანალიზის კანონი
რეგულარულად გამოყავით დრო იმისათვის, რომ გაანალიზოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ამის გაკეთება საჭიროა არა წელიწადში ერთხელ , არამედ სულ მცირე კვირაში ერთხელ. იფიქრეთ იმაზე თუ როგორ გაანაწილოთ ფული აზრიანად. რაც მეტ დროს დაუთმობთ ფინანსებზე ფიქრს, მით უფრო გააზრებული და აზრიანი იქნება თქვენი გადაწყვეტილება. 

გაუწიეთ რეკომენდაცია ჩვენს გვერდს

მსგავსი სტატიები

მიზნები და ფინანსები 8417477221833695676

გამოიწერეთ სტატიები მაილზე

მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ბიზნეს სატელეფონო სისტემები

Hot in week

Last month

All time


მეგობრებო, ჩვენ მთელ სულს ვდებთ B2P.GE-ში.
მადლობა, რომ გვკითხულობთ.
მადლობა გამხნევებისა და მხარდაჭერისთვის.

დააჭირეთ ღილაკს «Like» და შემოგვიერთდით Facebook-ზე.


ონლაინ წიგნები


Google Analytics

5,445
Unique
Visitors
Powered By
item